წესდება

ჩვენი ორგანიზაციის წესდება

 

მუხლი 1

 

ზოგადი დებულებანი

1.1. ა(ა)იპ მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის (AEE) (შემდგომში მოძრაობა) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2. მოძრაობის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მოძრაობა დაფუძნებულია 2011 წლის 31 მაისს.

1.3. მოძრაობა, თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.4. მოძრაობის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, მარჯანიშვილის ქ., №16, კორპ. №5, ბინა 31.

1.5. მოძრაობის ელ.ფოსტა: info@ertad.org

 

 

მუხლი 2

 

მიზნები

2.1. მოძრაობის მიზნებია:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში შშმ პირთა), ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) სფეროში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;

გ) საზოგადოებაში შესაძლებლობათა შეზღუდულობაზე ცნობიერების ამაღლება.

მუხლი 3

საქმიანობის ფორმები

3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად მოძრაობა:

3.1.1. ეწევა საგანმანათლებლო - შემეცნებით საქმიანობას შშმ პირთა საკითხებზე, თანაბარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ცოდნის ასამაღლებლად;

3.1.2. ქმნის შშმ პირთა იურიდიული საინფორმაციო, საცნობარო და საკონსულტაციო მომსახურების ცენტრებს (ბიუროებს) და უზრუნველყოფს სასამართლო და სხვა ორგანოებში წარმომადგენლობას. ხელს უწყობს შშმ ადამინთა სამართლებრივი დაცვის ეფექტური და მისაწვდომი ინფრასტრუქტურის შექმნას;

3.1.3. ეწევა შშმ პირთა უფლებების აღდენასა და ყოფის გაუმჯობესებაზე მიმართული სახელმწიფო და სხვა პროგრამების შეფასებასა და მონიტორინგს. მოძრაობის პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში;

3.1.4. ეწევა შშმ ადამინთა უფლებების, „დამოუკიდებელი ცხოვრების იდეის“, ჩართულობის მნიშვნელობის პოპულარიზაციასა და ხელს უწყობს საკითხზე თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებას;

  1. ზრუნავს უნივერსალური გარემო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე;

3.1.6. ზრუნავს საკითხებზე არსებული თანამედროვე ლიტერატურით, აუდიო და ვიდეო მასალებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ქსელის შექმნასა და განვითარებაზე. ეწევა საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;

3.1.7. თანამშრომლობს სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის შშმ პირებისთვის სერვისების მომწოდებელ ორგანიზაციებთან;

3.1.8. ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

 

3.1.9. შშმ პირთა უფლებების რეალიზაციის მიზნით, ასევე ქმნის ქსელებს, კოალიციებს ანდა სხვა ფორმის გაერთიენებებს;

3.1.10. საჭიროების შემთხვევაში გასცემს გრანტებს;

3.1.11. ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

მუხლი 4

წევრობა

4.1. მოძრაობის წევრი შეიძლება გახდეს, ნებისმიერი ფიზიკური ანდა იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს მოძრაობის მიზნებს. მოძრაობის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე წევრთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს წევრთა საერთო რიცხვის 50%-.

4.2. მოძრაობის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმით წერილობითი განცხადებით მიმართავს მოძრაობის გამგეობას. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მოძრაობის ორი წევრის დადგენილი ფორმით წერილობითი რეკომენდაცია.

4.3. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს მოძრაობის საქმიანობას, მოძრაობის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს მოძრაობის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება მოძრაობის წევრისათვის ამ წესებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

4.4. მოძრაობის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

4.5. მოძრაობის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

  1. საკუთარი განცხადების საფუძველზე;
  2. გარდაცვალებისას;

4.5.3. საერთო კრების გადაწყვეტილებით მოძრაობის წევრი შეიძლება გაირიცხოს მოძრაობიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება მოძრაობის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 5

წევრთა უფლება-მოვალეობანი 5.1. მოძრაობის წევრს უფლება აქვს:

  1. აირჩიოს და არჩეულ იქნეს მოძრაობის მმართველობის ორგანოებში;

5.1.2. კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს მოძრაობის პროგრამებში;

  1. სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;

5.1.4. მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მოძრაობის საქმიანობის შესახებ;

5.1.5. მოძრაობის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს მოძრაობის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებებით;

  1. ატაროს მოძრაობის ემბლემა.

 

5.2. მოძრაობის წევრი მოვალეა:

5.2.1. დაიცვას მოძრაობის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

  1. გაუფრთხილდეს მოძრაობის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

5.2.3. შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს მოძრაობის საქმიანობაში;

 

5.2.4. სფეროში საქმიანობისას იხელმძღვანელოს მოძრაობის მიზნებითა და დადგენილი ეთიკის ნორმებით;

მუხლი 6

საერთო კრება

6.1. მოძრაობის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა მოძრაობის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ და ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც;

6.2. საერთო კრების დღის წესრიგში წესდების ცვლილებების საკითხის შეტანას წყვეტს გამგეობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წარდგენილ იქნა მოძრაობის წევრთა 1/10-ის მოთხოვნით.

6.3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია. საერთო კრების მუშაობაში წევრს მონაწილეობა შეუძლია, ასევე თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

 

6.4. საერთო კრება:

6.4.1. დამსწრეთა 2/3-ის უმრავლესობით განიხილავს და იღებს მოძრაობის წესდებასა და ცვლილებები შეაქვს მასში;

6.4.2. ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს გამგეობის წევრებს. ხმის თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება წილისყრა;

  1. ისმენს მოძრაობის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;

6.4.4. დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ, მოძრაობის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

  1. დამსწრეთა 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებებს მოძრაობის რეორგანიზაციის შესახებ;
  2. წევრთა 4/5-ით იღებს გადაწყვეტილებას მოძრაობის თვითლიკვიდაციის შესახებ;
  3. იღებს გადაწყვეტილებას წევრის მოძრაობის გარიცხვის შესახებ;

 

 

6.5. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა მოძრაობის გამგეობის მიერ:

  1. საკუთარი ინიციატივით;

6.5.2. თავმჯდომარი ან მოძრაობის წევრთა 1/10-ის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა.

 

მუხლი 7

 

გამგეობა

7.1. მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოა 5 წევრისაგან შემდგარი გამგეობა, რომლის წევრებსაც ორი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე გამგეობის წევრთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის წევრთა საერთო რიცხვის 50%-. გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.

7.2. გამგეობის სხდომები იმართება ყოველი ორი თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მოძრაობის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

7.3. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.4. გამგეობის წევრებს და მოძრაობის სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს გამგეობის ჩატარების თარიღსა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 კალენდარული დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.

  1. გამგეობა:

7.5.1. გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მოძრაობის თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს;

7.5.2. იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს მოძრაობის წევრებს;

7.5.3. მოძრაობის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად აქვეყნებს კრებამდე ერთი თვით ადრე;

  1. იძლევა თანხმობას აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნაზე;
  2. ფარული კენჭისყრით წყვეტს მოძრაობის წევრად მიღების საკითხს;

7.5.6. სარეკომენდაციო წერილით მიმართავს მოძრაობის იმ წევრებს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება მოძრაობის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

  1. ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;

7.5.8. შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს მოძრაობის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

7.5.9. ამტკიცებს მოძრაობის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისთვის წარსადგენად;

7.5.10. ამტკიცებს მოძრაობის სტრატეგიული გეგმისა და საბიუჯეტო პარამეტრებს;

7.5.11. წყვეტს მოძრაობის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;

7.5.12. ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შესახებ დებულებას;

7.5.13. ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

7.5.14. ადგენს მოძრაობის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;

7.5.15. თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მოძრაობის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

7.5.16. ფარული კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს მოძრაობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს;

7.5.17. აფუძნებს მოძრაობის საწარმოებს და მოძრაობის თავმჯდომარის წარდინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

7.5.18. წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

 

7.5.19. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ გამგეობის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან გამგეობის წევრი შეირჩევა გამგეობის მიერ ჩატარებული წილისყრით.

7.5.20. ახლად არჩეული გამგეობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

7.5.21. მოძრაობის გამგეობის წევრები არიან:

 

  1. გიორგი ახმეტელი

პირადი ნომერი:

01030018229

დაბადების თარიღი:

1981-12-03

მისამართი:

თბილისი დ. აღმაშენებლის გამზ. N 35

 

  1. გიორგი ალავიძე

პირადი ნომერი:

01008014280

დაბადების თარიღი:

1971-09-26

მისამართი:

თბილისი ნ. რამიშვილის ქ. N 2 ბ. 25

 

  1. მამუკა მაჭავარიანი

პირადი ნომერი:

01002000333

დაბადების თარიღი:

1977-08-04

მისამართი:

თბილისი გლდანი III მ/რ კორ. 68ა ბ. 68

 

  1. ირაკლი გიორგაძე

პირადი ნომერი:

01009011964

დაბადების თარიღი:

1982-04-06

მისამართი:

თბილისი ნ. ცხვედაძის ქ. N 1

 

  1. ლია ტაბატაძე

პირადი ნომერი:

01011031777

დაბადების თარიღი:

1982-07-01

მისამართი:

თბილისი ბერი გაბრიელ სალოსის VI შეს. N 3 ბ. 18

 

 

 

მუხლი 8

 

თავმჯდომარე

  1. მოძრაობის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თავის წევრთაგან ორი წლის ვადით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე.
  2. პირი მოძრაობის თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორზე მეტი ვადით.
  3. თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს.
  4. ახლად არჩეული თავმჯდომარე ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას.
  5. მოძრაობის თავმჯდომარისა და მოადგილეს უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევამდე.

8.6. თავმჯდომარე:

  1. წარმართავს მოძრაობის სამიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
  2. ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;
  3. წარმოადგენს მოძრაობას სხვა პირებთან ურთიერთობაში;
  4. წყვეტს მოძრაობის კონკრეტული მიზნით შემანილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს და ამის შესახებ აცნობებს გამგეობის წევრებს;

 

8.11. ზედამხედველობს მოძრაობის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;

8.12. უძღვება მოძრაობის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დაგენილი წესით;

8.13. ხელს აწერს მოძრაობის ოფიციალურ დოკუმენტებს გარდა ფინანსური დოკუმენტაციისა;

  1. გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს მოძრაობის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
  2. აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე ასრულებს მის ფუნქციებს;

8.3. მოადგილე თავმჯდომარის რწმუნებით ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. მოძრაობის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

8.4. თავმჯდომარის (მოადგილეს) უფლბამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლბამოსილების გადამეტების ან მოძრაობის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისთვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს (მოადგილეს) დარჩენილი ვადით.

8.5. მოძრაობი თავმჯდომარეს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელებას დატვირთვის ან ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.

  1. მოძრაობის თავმჯდომარის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს გამგეობა.
  2. მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარეა:

 

გიორგი ახმეტელი

პირადი ნომერი:

01030018229

დაბადების თარიღი:

1981-12-03

მისამართი:

თბილისი დ. აღმაშენებლის გამზ. N 35

 

 

მუხლი 9

 

აღმასრულებელი დირექტორი

  1. აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს თავმჯდომარე გამგეობის თანხმობით;
  2. აღმასრულებელი დირექტორი:

9.3. მოქმედებს მოძრაობის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, აესევე გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების ფარგლებში წარმოადგენს გამგეობას მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა თავმჯდომარისა და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;

  1. გაწეული საქმიანობის შესახებ 3 თვეში ერთხელ ანგარიშს აბარებს გამგეობას;

9.5. გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს მოძრაობის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;

  1. ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;
  2. მოძრაობის სახელით დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;

9.8. თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს (მენეჯერებს);

  1. ნიშნავს და ათავისუფლებს მოძრაობის თანამშრომლებს;

9.10. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის წესი განისაზღვრება გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით;

 

  1. აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს მოძრაობის თავმჯდომარე.
  2. მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია:

 

კობა ნადირაძე

პირადი ნომერი:

01010013178

დაბადების თარიღი:

1966-07-24

მისამართი:

თბილისი შ. ნუცუბიძის ქ. N 215 კორ. 2 ბ. 24

 

 

მუხლი 10

 

მოძრაობის ქონება

10.1. მოძრაობის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისგან.

10.2. მოძრაობის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

 

მუხლი 11

 

მოძრაობის საქმიანობის შეწყვეტა

  1. მოძრაობის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:
  2. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;
  3. მოძრაობის საერთო კრების გადაწყვეტილებით;
  4. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
  5. მოძრაობის ლიკვიდაციას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი;

10.8. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მზგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს მოძრაობის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე.