კოვიდ 19- ის კრიზისი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

კოვიდ 19- ის კრიზისი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსმა მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც კოვიდ 19-ის კრიზისის დროს ინკლუზიურ პასუხს ითვალისწინებს. უნდა გავითვალისწინოთ რომ სწორედ დღეს შშმ პირები უფრო მოწყვლადნი ხდებიან პანდემიის წინააღმდეგ და ამას სტატიაში ჩამოთვლილის მიზეზებით გაიგებთ.

 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა მას არათანაბარი შედეგები მოაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსმა მოამზადა ჩამონათვალი და  რეკომენდაციები იმ ძირითადი ბარიერებისა, რომელსაც შშმ პირები აწყდებიან საგანგებო მდგომარეობის დროს. დოკუმენტი მომზადებულია ალიანსის საერთაშორისო წევრების ერთობლივი დისკუსიის შედეგად და მიზნად ისახავს დაეხმაროს  გლობალურ, რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ ადვოკატირების კამპანიებს, რათა მათ უფრო ეფექტურად უპასუხონ შშმ პირთა წინაშე არსებულ რისკებს.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსის ძირითადი რეკომენდაციებია:

  • შშმ პირებმა ინფექციის შეჩერების, საზოგადოებრივი აკრძალვების და  შემოთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ მისაწვდომი ფორმატით და მისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • დამატებითი დამცავი ზომები უნდა იყოს მიღებული გარკვეული ტიპის დარღვევების მქონე პირებისათვის.
  • ყველა სახის სამობილიზაციო თუ რეაგირების გეგმა უნდა იყოს ინკლუზიური და მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისათვის.
  • შეზღუდულ შესაძლებლობის ნიადაგზე ადამიანის ინსტიტუციაში მოთავსება და  მიტოვება არის დაუშვებელი.
  • კარანტინის დროს მხარდამჭერი სერვისები, პერსონალური ასისტირება, ფიზიკური და კომუნიკაციის მისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
  • საზოგადოებრივ შეზღუდვებთან დაკავშირებული ღონისძიებები სხვათა თანაბრად უნდა ითვალისწინებდეს შშმ პირებს.
  • ჯანდაცვის სერვისის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე არ უნდა გახდნენ ნაკლებად პრიორიტეტულნი კოვიდ 19-ის მიზეზით.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებმა უნდა ითამაშონ წამყვანი როლი შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების საქმეში.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებმა უნდა ითამაშონ წამყვანი როლი კოვიდ19-ის კრიზისის დროს ინკლუზიური საპასუხო მექანიზმის ჩამოყალიბების ადვოკატირების კამპანიაში.

ნახეთ ჩვენი პოსტერი: http://dpo.ge/laravel-filemanager/files/1/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93_19.pdf

ვრცლად იხილეთ IDA-ს დოკუმენტი: http://dpo.ge/laravel-filemanager/files/1/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-converted.pdf