ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" [MAEE] ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროგრამის, COBERM - ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში განაგრძობს ტრენინგის მონაწილეთა შერჩევას. ტრენინგის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების ადვოკატირების პროცესში შშმ აქტივისტებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

** შშმ პირთა უფლებების ადვოკატირება - ეფექტური კოორდინაცია ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე
** გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკების განხილვა
** ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობა ** მონიტორინგის პროცესში შშმ პირთა ჩართულობა
** შშმ უფლებების სამართლებრივი ადვოკატირება (მისაწვდომობის, გონივრული მისადაგებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების საკითხებზე სასამართლო ქეისების გაცნობა-განხილვა)
** მედიასთან ეფექტური თანამშრომლობა
** ხელისუფლებასთან თანამშრომლობა

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და პრიორიტეტი მიენიჭებათ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოქმედ აქტივისტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა - https://docs.google.com/forms/d/1v39llt9s7xtZVtRygWyIsVIvrj40hk4NmtGUypNJXII/edit?fbclid=IwAR3CtM5tbym0kqxSqcCGCn-BgzVKxLpDQmCrT4AppnS_9QhLCVD6EYxZAxw

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 25 მაისი.

წარმატებით დასრულების შემდეგ ორგანიზაცია გასცემს სერტიფიკატს.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე Abashidzesopho@gmail.com ან ნომერზე 557 16 36 00.