კოვიდ 19-ზე რეაგირების საგრანტო პროგრამა

კოვიდ 19-ზე რეაგირების საგრანტო პროგრამა

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ASB საქართველოს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის (AEE)  პარტნიორობით, ცხადდება საგრანტო კონკურსი.

ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მიერ დაარსებულ ორგანიზაციებს.

დაფინანსების პირობები და ფარგლები

დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ იდეები ორ ლოტში:

ლოტი 1: დაფინანსდება პროექტები, რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა ხანდაზმული პირების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხანდაზმულების, საჭირო საკვებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და სხვა საბაზისო საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყოფას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას. თითოეული პროექტისათვის მოთხოვნილი თანხა საშუალოდ უნდა შეადგენს 5.000 ლარს. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 1 თვე და პროექტმა უნდა მოიცვას მინიმუმ 20 ბენეფიციარი. ამასთანავე, ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული იქნება საშუალოდ 200 ლარი, რომლის ფარგლებში მას მიეწოდება საჭირო პროდუქტები და/ან მედიკამენტები. გამონაკლისის შემთხვევაში ერთ პროექტზე შეიძლება გაიცეს 5.000 ლარზე მეტი, თუ პროექტი მოიცავს მეტ ბენეფიციარს ან ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეზე მეტს.

ლოტი 2: შეიძლება წარმოდგენილ იქნას ნებისმიერი იდეა, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ეპიდსიტუაციის პირობებში სოციალური სერვისის მიწოდებასთან ან/და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასთან ნებისმიერი მოწყვლადი ჯგუფისთვის. თითოეული პროექტისათვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5.000 ლარს. პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 1-3 თვეს.

ერთ ორგანიზაციას შეუძლია საპროექტო განაცხადები წარმოადგინოს და დაფინანსდეს ორივე ლოტის ფარგლებში.

ორგანიზაციები, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას სერვისების მისაწოდებლად, ვალდებულნი იქნებიან მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ევროკავშირის მიერ ახლად დაფინანსებული სწრაფი რეაგირების მექანიზმის (Rapid Response Mechanism) ინიციატივებთან, რათა არ მოხდეს გადაფარვა და დახმარება გაეწიოს უკიდურესი საჭიროების მქონე პირებს.

პროექტის დასრულების შემდეგ ASB საქართველო უფლებას იტოვებს კონკურსის გამოცხადების გარეშე გაუგრძელოს დაფინანსება შერჩეულ ორგანიზაციებს.

იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ლოტის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები ვერ დააკმაყოფილებენ საგრანტო განაცხადის მიერ გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ASB საქართველო უფლებას იტოვებს არ დააფინანსოს აღნიშნული პროექტები და თანხა მოახმაროს სხვა ლოტში შემოსული პროექტების დაფინანსებას.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ხარჯების დაფინანსება:

  • საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა საბაზისო საჭიროების პროდუქტები;
  • მომსახურების მიმწოდებელი პერსონალის ხელფასი;
  • მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებელი ტრანსპორტირების ხარჯი;
  • მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო სხვა პირდაპირი ხარჯები.

პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება:

  • ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლების ხელფასი;
  • ხარჯები, რომლებიც არ არის კავშირში მომსახურების მიწოდებასთან.

იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში მომსახურების მიწოდება მოხდეს საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების სრული დაცვით, მომსახურების მიმწოდებელ პერსონალს გადაამზადებს ASB საქართველო.

გეოგრაფიული არეალი

საქართველო, ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. თელავის, ქ. გორის, ქ. ქუთაისის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. ბათუმის და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა (თელავის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში პროექტის განხორციელება დასაშვებია).

საპროექტო განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი

განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ASB საქართველო წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. საგრანტო ფონდი შეადგენს 75.000 ლარს.

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: application@asb.ge. თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოსსაგრანტო კონკურსი პანდემიის საპასუხოდ. ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება.

განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 2020 წლის 24 მაისი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად.

შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმი

მაქს. ქულა

იდეის მიზანშეწონილობა- (იდეა შესაბამისობაშია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან, რაც პასუხობს პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს)

20

გამოცდილება- (რამდენად აქვს ორგანიზაციას (მსგავსი) პროექტების განხორციელების გამოცდილება)

10

ხარჯთეფექტურობა

20

ჯამი

50