გაეროს შშმ პირთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა დაიწყო.

გაეროს შშმ პირთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა დაიწყო.

CRPD/C/GEO/Q/1; 17 აპრილი, 2020 წელი

 

ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ რამდენიმე წელია მონაწილეობს გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წარსადგენი ალტერნატიული ანგარიშის მომზადებაში, რაც გულისხმობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებისა და არსებული უფლებრივი მდგომარეობის ანალიზისა და კრიტიკული მოსაზრებების წარდგენას კომიტეტისათვის სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.

 

გაეროს შშმ პირთა კომიტეტმა ეხლახანს გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ ანგარიში, სადაც ასახული ის შეკითხვები, რასაც ჩვენი ორგანიზაცია და მისი პარტნიორები სვამდნენ. კომიტეტის ანგარიში მიჰყვება გაეროს შშმ პირთა კონვენციის მუხლებს და სახელმწიფოს მოსთხოვს მასზე ქმედით რეაგირებას. გაეროს შშმ პირთა კომიტეტის მიერ დასმულ შეკითხვებზე მთავრობის პასუხი, სახელმწიფოს ანგარიშთან, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიულ ანგარიშებთან ერთად, მომდევნო წელს, პლენარულ სესიაზე განიხილება.

 

ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ თვალს ადევნებს აღნიშნულ პროცესს და ჩართული იქნება ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.

გაეროს შშმ პირთა კომიტეტის მიერ დაყენებული საკითხების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად დოკუმენტში.

 

 

საკითხთა_ჩამონათვალი_2020