მიმართულების კოორდინატორი

მიმართულების კოორდინატორი

მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" [MAEE] ევროკავშირისა და გაერო [UNDP]-ს ერთობლივი პროგრამის, COBERM - ის [ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი] მიერ მხარდაჭერილი პროექტის "არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე.

კოორდინატორის ფუნქცია - მოვალეობებს წარმოადგენს:

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შშმ პირებთან და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, ასევე საკითხზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია, კონსულტირება და ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვა - განხორციელება;
** ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმების მომზადება და ღონისძიებებთან დაკავშირებული კორესპონდენციის მართვა;
** რეგიონალურ ვორქშოფ-კონფერენციაზე შერჩეულ მონაწილეებთან კომუნიკაცია;
** რეგიონალური კონფერენციისა და ადგილობრივი ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიების კოორდინაცია: დღის წესრიგის დადგენა, მომხსენებლების შერჩევა, ლოგისტიკური სამუშაოების გაწევა;
** ღონისძიების ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების მართვა-კოორდინაცია;
** მიმართულების ფარგლებში ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება (რაოდენობრივი, შინაარსობრივი, ვიზუალური) და შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება;
** განხორციელებულ საქმნიანობებზე ანგარიშის მომზადება ქართულ/ინგლისურ ენაზე, დონორის მიერ დადგენილი ფორმატის შესაბამისად.

პროექტის კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციის უნარები
** პასუხისმგებლობისა და ორგანიზების, ასევე გუნდური მუშაობის უნარები
** დისციპლინირებულობა და მოტივირებულობა ორგანიზაციის სხვადასასხვა აქტივობაში ჩასართავად
** კვლევის განხორციელების საბაზისო უნარები და გამოცდილება
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გარეშე ძირითადი ჩარჩო-დოკუმენტებისა და პრინციპების ცოდნა
** პროექტების წერის გამოცდილება: სასურველია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ან/და ფლობენ შშმ პირის სტატუსს.

ხელშეკრულების ვადა: 6 თვე სამომავლო გაგრძელების პერსპექტივით, რაც დამოკიდებული იქნება შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და მოტივაციაზე.

თვიური [50% სამუშაო დრო] ანაზღაურება შეადგენს 880 ლარს (დარიცხული/Gross).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 ივნისი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: geoaccessibility@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსი იხილეთ ასევე: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=265766&fbclid=IwAR0BjAWtRDOCiu90loys6KpVO7Jb_opHCqdJfNv0i7uXZHDBREZjioBewL4