მედია-მენეჯერის ვაკანსია

მედია-მენეჯერის ვაკანსია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ა(ა)იპ "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" [MAEE] აცხადებს ვაკანსიას მედია-მენეჯერის პოზიციაზე.

კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტის ან ვებ-გვერდის კონტენტის შექმნისა და მართვის მიმართულებით.
** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** ქართული ენისა და აკადემიური წერის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა: C1, რუსული საბაზისო
** MS პროგრამების გამართული ცოდნა (მათ შორის სასურველია Photoshop ან Illustrator Corel draw)
** Copyright პრინციპების ცოდნა

კანდიდატის ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტის შექმნა და მართვა (როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური)
** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, და სხვა.) განვითარება, კამპანიების დაგეგმვა და მართვა
** სოციალურ ქსელებში სიახლეების გავრცელება. ონლაინ კამპანიის ეფექტურობის შეფასება და მენეჯმენტთან რეპორტინგი
** ორგანიზაციის პროექტების შესახებ საიმიჯო მასალების შექმნა
** რეკლამის AD manager მართვა
** ორგანიზაციის მენეჯმენტისათვის ანგარიშგების მიწოდება შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის შესახებ
** ორგანიზაციის იმიჯის და პოზიციონირების გაუმჯობესების ხელშეწყობა
** მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია კანდიდატი ფლობდეს პროგრამებს Google analytics, Google adwords
** ჰქონდეს SEO-სთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია კანდიდატს შეეძლოს საკუთარი ინიციატივების წარმოჩენა და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული
კრეატიულობა და ინოვაციურობა, შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მენეჯემენტის უნარი
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აუცილებელია რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნონ თავიანთი ნამუშევარი, რომელიც შეესაბამება ვაკანსიას ( ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული ტექსტი, პოსტი და სხვა). აღნიშნული დოკუმენტები 28 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოიგზავნოს მისამართზე geoaccessibility@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურება: 1350 ლარი (გროსი)