შეხვედრები 2020 საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან

შეხვედრები 2020 საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან

მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ათამდე პოლიტიკური პარტიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებში შშმ პირთათვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა გახლდათ.

• ნიშანდობლივია, რომ პარტიები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი რიტორიკით შემოიფარგლებიან, რაც მაღალი წარმომადგენლობის შშმ ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას უზღუდავს.

• ვიმედოვნებთ კონსულტაციები შედეგიანი აღმოჩნდება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხები აქტიური განხილვის საგნად იქცევა საარჩევნო სუბიექტებისათვის.

• ამასთან, მნიშვნელოვანია პარტიებმა საკუთარ პროგრამებში შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების კონკრეტეული ხედვები წარმოადგინონ.

შეხვედრები ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის “შშმ პირთა უფლებების ადვოკატირება საარჩევნო პროცესებში ჩართულობით” ფარგლებში იმართება.