კონკურსი წინადადებების შესარჩევად

კონკურსი წინადადებების შესარჩევად

 

 

ორგანიზაცია "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" [MAEE] იწვევს დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

აქტივობის მიზანი:

 

ორგანიზაცია "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" [MAEE]  UNDP (COBERM)-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე" ფარგლებში რომლის ერთერთი მიზანიცაა შშმ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის და კოორდინაციის გაძლიერება ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე, ინიცირებს შშმ პირთა ორგანიზაციების, აქტივისტების და შშმ პირებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვის მიმწოდებლების გაერთიანება/ფორუმის შექმნას.

 

კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის პროდუქტების მომზადება:

 

  1. გაერთიანების დებულება და დეკლარაცია.
  2. გაერთიანების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

 

აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას იღებს 30-ზე მეტი აქტივისტი/ორგანიზაცია, ზემოთ აღნიშნული ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლობით. განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პროდუქტების შექმნა პროცესში მონაწილეთა ფართე და ეფექტური ჩართულობით.

 

წარმოდგენილი წინადადებები აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის/ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა, ფასი დღგ-ს გარეშე. გთხოვთ, მოგვაწოდოთ პროდუქტების ფასი, როგორც ონლაინ, ისე არაონლაინ მუშაობის შემთხვევაში);
** სამუშაოების შესრულების ვადა;

** მსგავსს დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება (პორტფოლიო/რეზიუმე)

 

წარმოდგენილი წინადადებები  შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** შშმპ საკითხების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოების შესრულების პერიოდი;
** განაცხადის ტექნიკური შესაბამისობა;
** მომსახურების ფასი;

 

დაინტერესებულმა მხარეებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 30 ოქტომბრის 18:00-სა, შემდეგ მისამართზე: sulamanidzemariamii@gmail.com

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 598250013;

გისურვებთ წარმატებას!