კონკურსი ვიდეო-ისტორიების მოსამზადებლად

კონკურსი ვიდეო-ისტორიების მოსამზადებლად

მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" [MAEE] ევროკავშირისა და გაერო [UNDP]-ს ერთობლივი პროგრამის, COBERM - ის [ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი] მიერ მხარდაჭერილი პროექტის "არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ" ფარგლებში აცხადებს კონკურსს ვიდეო-ისტორიების მოსამზადებლად.

მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

** შვიდი ერთეული ვიდეორგოლის მომზადება წინასწარ შერჩეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გმირების მონაწილეობით;
** სცენარის, გადამღები ჯგუფის, რეჟისორის, ტექნიკური აღჭურვილობის, ადგილმდებარეობის შერჩევა და "პოსტფროდაქშენი": მონტაჟი, ფერების კორექცია და სხვა.
** ვიზუალური ეკრანის ქვედა მარჯვენა მხარე საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაეთმოს ჟესტური ენის თარჯიმანს და ის არ უნდა შეიცავდეს არსებით გამოსახულებას.
** ვიზუალური ეკრანის ქვედა ნაწილი დაეთმობა ტიტრებს უცხო ენაზე.
** თითო ვიდეოს ხანგრძლივობა სამიდან ხუთ წუთამდე.

პროექტის შესახებ:

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენა, გარემო ბარიერებისა და საზოგადოებაში არსებული მცდარი დამოკიდებულებების, სტიგმების და სტერეოტიპების წარმოჩენა.აგრეთვე, სხვა რიგი პრობლემების ასახვა, რაც აფერხებს შშმ პირთა ინკლუზიას საზოგადოებაში, რა მიზნითაც პროექტის ფარგლებში მომზადდება ვიდეო ისტორიები, რომლებიც უკეთ წარმოაჩენს შშმ პირთა წინაშე არსებულ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ დამოუკიდებელი ცხოვრების წარმართვას. ვიდეო-ისტორიების გმირები საზოგადოებას მოუყვებიან თავიანთი გამოცდილების და გამოწვევების შესახებ, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საკითხის შესახებ წარმოდგენაზე საზოგადოებაში.

კონკურსში მონაწილეთა განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** მონაწილე კომპანიის ან ფიზიკური პირის პროფესიული პორტფოლიო
** ინფორმაცია კომპანიის ან ფიზიკური პირის შესახებ: ვებ-გვერდი, ტელეფონი, მისამართი, ელ.ფოსტა;
** საქონლის ღირებულება ცალ-ცალკე - დღგ-ს ჩათვლით და დღგ-ს გარეშე;
** მომსახურების გაწევის ვადები;
** კომპანიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ნიმუში.

განაცხადები მიიღება ელ-ფოსტის მისამართზე: geoaccessibility@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "ვიდეო-ისტორიების დამზადება".