კობა ნადირაძე

კობა ნადირაძე

 

კობა ნადირაძე - საბუღალტრო აღრიცხვის, კონტროლისა და აუდიტის სპეციალისტი;1986 წელს დაამთავრა „რევიზორთა და ბუღალტერთა მომზადების კომბინატი“, 1987-1991 წლებში სწავლობდა აგრარულ უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში“ ბუღალტრად (1985-1992), ა(ა)იპ საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციაში - GAHD  ვიცე-პრეზიდენტად (1991-1999), ა(ა)იპ ფონდი „ალექსი“ აღმასრულებელ დირექტორად (1999-2003), ა(ა)იპ „კავკასიური დიალოგი“ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულების კოორდინატორად (2001-2003), ა(ა)იპ კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL)“ აღმასრულებელ დირექტორად და პროგრამის მენეჯერად (2003-2010), 2010 და 2012 წლებში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, მონაწილეობას იღებდა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მუშაობაში, 2012-2015 წლებში იგი მუშობდა ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ხოლო 2012-2017 წლებში ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებეისთვის (PHR) ფინანსურ მენეჯერად. იგი დღემდე განაგრძობს ქტიურ საქმიანობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის ადვოკატირებასა და შეფასების (მონიტორინგის) მიმართულებით, არის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ანგარიშისა და რამოდენიმე გამოცემის თანაავტორი. დღემდე აგრძელებს მუშაობას ა(ა)იპ დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდულ ცენტრში აღმასრულებელ დირექტორად (YCIL) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტად ადმინისტრაციაში, 2017 წლიდან კი იგი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრს.