x
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მორიგი სასერტიფიკატო ტრენინგი წარმატებით დასრულდა
  • 11/03/2024 12:56

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მორიგი სასერტიფიკატო ტრენინგი წარმატებით დასრულდა

DPO-ს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა დაცვის ასოციაციის, გრუნისა და ახალგაზრდა დოქტორთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა მორიგი ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. ტრენინგში მონაწილეობდნენ საჯარო და  კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მონაწილეებს მიესალმა DPO-ს დირექტორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილი, რომელმაც ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირებით.

მონაწილეებს, რომლებმაც ტრენინგი წარმატებით გაიარეს, გიორგი მირიანაშვილმა  სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსურვა.