x
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო ტრენინგი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო ტრენინგი

DPO-ს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა დაცვის ასოციაციის, გრუნისა და ახალგაზრდა დოქტორთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. ტრენინგში მონაწილეობდნენ საჯარო და  კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მონაწილეებს მიესალმა DPO-ს დირექტორი გიორგი მირიანაშვილი, რომელმაც ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის შესრულების პროცესში საჯარო და კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მონაწილეებს, რომლებმაც ტრენინგი წარმატებით გაიარეს, ახალგაზრდა დოქტორთა კლუბის თავმჯდომარემ, ნინო ხარატმა,  სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსურვა.