x
მომსახურება კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის

მომსახურება კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის

თქვენი ორგანიზაციისთვის ჩვენ ვუზრუნველყოფთ:

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტის ჩატარებას:

  • მონაცემთა დამუშავების პროცესების არსებული სიტუაციის შესწავლა და ანალიზი;
  • უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების შეფასება ( ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული);
  • ინფორმაციული სისტემების ტესტირება მონაცემთა დარღვევის შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

 

2. მონაცემთა შენახვისა და დამუშავების GDPR-თან და შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისობას:

  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლების დადგენა;
  • მონაცემთა ნაკადების საერთაშორისო გადაცემის წესების განსაზღვრა;
     სუბიექტთა უფლებებისა და მოთხოვნების დაცვა ( წაშლის, გასწორების, წვდომის და სხვა). 

 

3. შიდა რეგულაციების, ინსტრუქციებისა და გაიდლაინების მომზადებას:

  • პერსონალურ მონაცემთა და დაცვის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და წესების შემუშავება;
  • თანამშრომლებისთვის მონაცემთა დაცვის ინსტრუქციების მომზადება;
  • ხელშეკრულებებსა და სხვადასხვა დოკუმენტებში კონფიდენციალობის წესების განსაზღვრა;
  • პასუხისმგებელი პირების ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრა.

 

4. მონიტორინგსა და უწყვეტ მხარდაჭერას, კონსულტაციების გაწევას:

  • მონაცემთა უსაფრთხოების მუდმივი შეფასება, გაუმჯობესების რეკომენდაციები;
  • საკანონმდებლო ცვლილებების ინტეგრაცია მოქმედ პოლიტიკებსა და პროცედურებში;
  • რეგულარული კონსულტაციები, შეკითხვაზე დროული პასუხი და მხარდაჭერის გაწევა.

 

 

ჩვენი უპირატესობები:

  • მაღალკვალიფიციური მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები;
  • საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება;
  • მოქნილი მიდგომა, მორგებული თქვენი ორგანიზაციის მასშტაბსა და სპეციფიკაზე.

 

დაგვიკავშირდით: 📩 info@dpo.ge 📞 591 10 95 15; 598 57 93 50.