x
გიორგი მირიანაშვილი
დამფუძნებელი, დირექტორი

გიორგი მირიანაშვილი

გიორგი მირიანაშვილი აქვს იურიდიულ სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. 

2020 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკლტეტზე გიორგი მირიანაშვილმა დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი (Summa Cum Laude).

2015 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (წარჩინებით). 2013 წელს დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

გიორგი მირიანაშვილი არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 2 ცნობარისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი. გიორგის აქვს პროფესორად მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება ევროპის კავშირის სამართლის, ადამიანის უფლებების, საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით.

შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დირექტორის გარდა გიორგი მირიანაშვილი არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი,

გიორგი მირიანაშვილი არის საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.