2024 წლის 31 მარტს ასოციაციის ფარგლებში წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წევრები შეთანხმდნენ ასოციაციის მართვის პრინციპებზე, განსაზღვრეს და დააკომპლექტეს კომისიები, ჩამოაყალიბეს აპრილი-მაისის გეგმები.
ასოციაცია ფართო საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს ოფიცრის პროფესიის განვითარების ხედვას და ოფიცერთა ეთიკის კოდექსს.
მადლობას ვუხდით თითოეულ წევრს საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.