x
გიორგი მირიანაშვილი საქმიან დილაში ლევან ვეფხვაძესთან ერთად
  • 24/04/2024 11:16

გიორგი მირიანაშვილი საქმიან დილაში ლევან ვეფხვაძესთან ერთად

2024 წლის 24 აპრილს კომპანიის დირექტორმა გიორგი მირიანაშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ "საქმიან დილაში" პერსონალურ მონაცემეთა დაცვის ოფიცირის პროფესიაზე ისაუბრეს. ბატონმა ლევანმა ყურადღება გაამახვილა ახალი კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებზე, ასევე გამოწვევებზე, რომელიც შეიძლება ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააჩნდეთ კანონის ამოქმედების შემდეგ. მისი შეფასებით, მიზანშეწონილია კანონის სრულად დაცვისთვის კომპანიებმა ისარგებლონ Outsourcing სერვისით, რადგან შრომის ბაზარზე არის ამ სფეროს სპეციალისტების დეფიციტი.

გიორგი მირიანაშვილმა განიხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერის კვალიფიკაციასთან, კომპეტენეციებთან დაკავშირებული საკითხები და ტელემაყურებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ძალაში შევა პერსონალურ მონაცემთა ოფიცრის არსებობის ვალდებულება.

სრული ინტერვიუ