2024 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებლები, პროფესორი ნიკა ასვანუა, პროფესორი ზურაბ აზნაურაშვილი და პროფესორი გიორგი მირიანაშვილი მონაწილეობდნენ იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის (ASSO DPO) ორგანიზებით გამართულ მე-10 საერთაშორისო კონგრესში, რომელიც მილანში (იტალია) გაიმართა. კონგრესი მიეძღვნა პერსონალურ მონაცემთა სტრატეგიის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა GDPR, ხელოვნური ინტელექტის აქტი და სხვა.
კონგრესის ფარგლებში ევროპელ პარტნიორებს ქართულმა მხარემ ინფორმაცია წარუდგინა საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების მიმართულებით არსებული პროგრესის თაობაზე, აგრეთვე გააცნეს მონაცემთა დაცვის პლატფორმა (infolock), რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ აქვს.
2025 წლის იანვარში ქართული მხარის ინიციატივით დაიგეგმა მონაცემთა დაცვის გლობალური ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი ასევე ევროპელი მონაცემთა დაცვის ოფიცრები. მსგავსი ღონისძიების ჩატარება ხელს შეუწყობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა პროფესიული კორპუსის გაძლიერებას და საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას.