საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაცია ოფიციალურად გახდა ევროპის მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის (EFDPO) წევრი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოს ევროპულ პროფესიულ დიალოგში, გაუზიაროს პარტნიორებს ქართული გამოცდილება და გამოიყენოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკა მონაცემთა დაცვის განვითარებისთვის.
კომპანია „მონაცემთა დაცვის ოფიცერმა“ (Data Protection Officer LLC) გახსნა ახალი წარმომადგენლობა მილანში, იტალიაში და უახლოეს მომავალში გეგმავს ოფისების გახსნას გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ეს საშუალებას იძლევა ქართულმა გამოცდილებამ დაიმკვიდროს ადგილი ევროპულ ბაზარზე და გააფართოოს თანამშრომლობა საერთაშორისო კომპანიებთან.
ნიკა ასვანუა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესები ხაზს უსვამს როგორც საქართველოში სფეროს პროფესიული განვითარებისა და საჭიროებების ზრდას, ასევე იმ გავლენას, რომელიც ქვეყანას უკვე აქვს საერთაშორისო ქსელში.