x
  • 28/06/2025

ნიკა ასვანუა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებზე გადაცემაში „ახალი დღე“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და Data Protection Officer LLC-ის დირექტორი ნიკა ასვანუა მიწვეული იყო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ახალი დღე“, სადაც მან ისაუბრა საქართველოში მონაცემთა დაცვის თანამედროვე სტანდარტებზე, ახალი კანონმდებლობის ეფექტურობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან საჯარო და კერძო ორგანიზაციები.

ნიკა ასვანუამ ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რაც კანონის ამოქმედებასთან ერთად დადგა – მათ შორისაა მომხმარებელთა უფლებების გაძლიერება, სარეკლამო მესიჯების რეგულაცია და მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობის ზრდა.

მისი თქმით, მიუხედავად პროგრესისა, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ოფიცერთა ინსტიტუტის გამართულად ამოქმედებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის.